სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას პროევროპული ფრონტის შექმნის შესახებ, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია ოპოზიციის წარმომადგენელია.
"გაურკვეველ მოძრაობას იწყებს სალომე ზურაბიშვილი, თუმცა ეს მოძრაობა დიდი ხნის დაწყებული აქვს, ის დიდი ხანია იმყოფება ოპოზიციაში. ახლა გააერთიანებს ოპოზიციას თუ ნაწილ-ნაწილ გახდება მათი ლიდერი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
მისი მთელი საქმიანობა უკვე დიდი ხანია მიმართულია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და ყველაფერ იმის წინააღმდეგ, რაც კეთდება საქართველოს სახელმწიფოს მომავლისთვის და რაც კეთდება საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის, ინტერესების დაცვისთვის. ხელს უშლის ყველა იმ მიზნის განხორციელებას, რომელიც მიმართულია საქართველოს კეთილდღეობისკენ და ევროპული ინტეგრაციისკენ", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.