საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ფაქტობრივად, კონსტიტუციური კანონის პროექტზე რეფერენდუმი შედგა:
"დღეს ფაქტობრივად შედგა რეფერენდუმი ამ კონსტიტუციური კანონის პროექტზე. დღეს, ქართველმა ხალხმა ამ კონსტიტუციურ კანონპროექტს, თავისი გამოსვლით დაუჭირა მხარი. ახლა უკვე პარლამენტის ვალდებულებაა, რომ ხალხის ეს რეფერენდუმი კანონად გადააქციოს და ჩვენ უკვე დავიწყებთ საპარლამენტო განხილვას. ახლა უკვე დაუდგება ოპოზიციას ჭეშმარიტების მომენტი, როდესაც მას მოუწევს ამ რეფერენდუმში მონაწილე ხალხს თვალებში ჩახედოს, რომლებიც საქართველოს ქალაქებში გამოვიდნენ," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.