პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე "სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ," ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში "სამართალმა პური ჭამა" და დადგინდა, რომ საქმეში არცერთი გადაცდომა საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონია.
"ევროდეპუტატების არაერთი მიმართვა აღმოჩნდა სრული სიყალბე და სიცრუე, ეს სტრასბურგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ამ შემთხვევაში სამართალმა პური ჭამა და ყველაფერი დადგინდა, რომ ამ საქმეში არცერთი გადაცდომა ამ საქმეში საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონია, სააკაშვილი სამართლიანად იხდის სასჯელს. ამით წერტილი დაესვა ყველანაირ სპეკულაციას, განსაკუთრებით იმ ევროპარლამენტარების," - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
სტრასბურგის სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილის სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაში დაწერა, რომ: "არ არსებობს საფუძველი, რათა ეჭვი შევიტანოთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაში."