16 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
მკვლელობის მცდელობის ფაქტის ხსენება გამაოგნებელია - შალვა პაპუაშვილი მუქარის შესახებ პრემიერის განცხადებაზე

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროკომისართან საუბრის დეტალებზე, მათ შორის, მუქარაზე საუბრობს.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ის ამ საუბრის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

"პრემიერ-მინისტრმა მაცნობა ამის შესახებ. მართლაც გამაოგნებელია ამ კონტექსტში მკვლელობის მცდელობის მოყვანა. ნებისმიერ შემთხვევაში, რაიმე კონტექსტში ამ ფაქტის ხსენება გამაოგნებელია, რა თქმა უნდა. დამატებით კომენტარებს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთი ევროკომისრის მხრიდან მუქარაზე საუბრობს. ირაკლი კობახიძე განცხადებას აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ სატელეფონო საუბრისას მასთან ის ზომები ჩამოთვალეს, რაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შესაძლოა მოჰყვეს. ამბობს, რომ, ამ კონტექსტში, მას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო უხსენეს. "როდესაც შანტაჟის კონტექსტში ახსენებენ სლოვაკეთის პრემიერს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა ეს ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია," - წერს ირაკლი კობახიძე.

 

დღის ამბები