16 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
წარმოუდგენელი რამ ხდება, მუქარის ჯერ არნახული ხარისხი - ნინო წილოსანი პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის სატელეფონო საუბარს ეხმაურება.

წილოსანის შეფასებით, ვარჰეის მხრიდან, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმის მაგალითად მოყვანა, მუქარის ჯერ არნახულ ხარისხზე მიუთითებს.

"ევროკომისარი პრემიერთან სატელეფონო საუბარზე: სლოვაკეთში მომხდარი ტრაგიკული მოვლენა იყო მოყვანილი როგორც მაგალითი იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს საზოგადოებაში პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ.

წარმოუდგენელი რამ ხდება, მუქარის ჯერ არნახული ხარისხი..." - წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები