16 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
პიტერ სიიარტო: რუსული ნავთობის წილი ინდოეთში 1%-ზე ნაკლები იყო ომამდე, ახლა თითქმის 40%-ია და ევროპა პირველი შემსყიდველია

მოდით, დაგისახელებთ სამ მიზეზს, რატომ ვამბობ, რომ მთელი ევროპული გაერთიანება და მთელი ჩრდილოატლანტიკური საზოგადოება არის უაღრესად ფარისევლური. უზარმაზარი ფარისევლობაა მთელი ეს ურთიერთობა რუსეთთან, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.

"სამ მაგალითს ჩამოგითვლით. პირადად მე, როგორც უნგრეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე პასუხისმგებელი, ჩვენ ვართ იმავე საფეხურზე სადაც გაერთიანებული სამეფო, მაგრამ არა იმ ნაწილში, რომ ჩვენ რუსებთან ერთად ვმუშაობთ ამაზე. 2014 წელს ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება რუსულ კომპანია „როსატომთან“, რომელიც არის ატომური ენერგიის კორპორაცია, რომ ავაშენოთ ატომური ელექტროსადგური. ახლა ჩვენ ვაშენებთ ელექტროსადგურს, ტერიტორიის მომზადება მიმდინარეობს. რუსები ხომ? ხვალ რომ მიგიყვანოთ ადგილზე, იქ დიდი სამუშაოები მიმდინარეობს და თქვენ ნახავთ ამერიკელ, გერმანელ, ფრანგ ქვეკონტრაქტორებს, რომლებიც იქ მუშაობენ და ამაში მათ ფულს რუსები უხდიან. ეს არის ჩემი პირველი მაგალითი. შემდეგი - ჩვენ ვიყავით მუდმივი ზეწოლის ქვეშ, რომ არ გვემუშავა რუსებთან ერთად ატომურ ენერგიაზე, რომ არ გვეყიდა ბირთვული საწვავი რუსებისგან. თუ არ ვიყიდით ამ საწვავს რუსებისგან, ჩვენ მოგვიწევს დავხუროთ ჩვენი ატომური ელექტროსადგური, რომელიც ამჟამად ჩვენი ელექტროენერგიის მოთხოვნის 33%-ს მოიცავს. კარგი, შევწყვიტეთ ყიდვა. ვინ იყო ურანის პირველი მომწოდებელი გაერთიანებული სამეფოსთვის წინა წელს? რუსეთი. გაერთიანებულმა სამეფომ 1 მილიარდზე მეტი დახარჯა რუსულ ურანზე წინა წელს. რუსეთი იყო ურანის ნომერ პირველი მიმწოდებელი გაერთიანებული სამეფოსთვის შარშან და ისინი ახორციელებენ ჩვენზე ზეწოლას, რომ არ ვიყიდოთ საწვავი რუსეთისგან. მესამე მაგალითი, რომელიც მინდა ვთქვა - ნავთობი. დასავლეთ ევროპელები ძალიან ამაყობენ საკუთარი თავით: ჩვენ გავთავისუფლდით რუსული ნავთობისგან. თქვენ, ცენტრალურმა ევროპელებმა ეს ვერ გააკეთეთო. რამდენად უკეთესები ვართ თქვენზე, ჩვენ გავთავისუფლდით რუსული ნავთობისგანო. რუსული ნავთობის წილი ინდოეთში 1%-ზე ნაკლები იყო ომამდე. ახლა ის თითქმის 40%-ია. ომამდე ევროპა არ ყიდულობდა ინდოეთიდან ნავთობს. ახლა ევროპა „ინდური ნავთობის“ პირველი შემსყიდველია," - აღნიშნა სიიარტომ.

დღის ამბები