16 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე: შეხედეთ ამ უჯიშოთა ჯიშის წარმომადგენლებს, რა დღეში არიან სანქციებთან დაკავშირებით! ახლა მაინც ხომ გამოჩნდა, რად უღირდათ სამშობლო?!

შეხედეთ ამ უჯიშოთა ჯიშის წარმომადგენლებს, რა დღეში არიან სანქციებთან დაკავშირებით! ახლა მაინც ხომ გამოჩნდა, რად უღირდათ სამშობლო?! - ამის შესახებ "ხალხის ძალის" პოლიტიკური მდივანი, მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციის თაობაზე სოციალურ ქსელში წერს.

ყაველაშვილის თქმით, ყველაფერი გასაგები და ნათელია საქართველოს მოქალაქისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლო და არჩევანი მარტივია: საქართველო პირადი კეთილდღეობის საპირწონედ.

"მადლობა ბლინკენს! სრული ლუსტრაცია!

შეხედეთ ამ უჯიშოთა ჯიშის წარმომადგენლებს, რა დღეში არიან სანქციებთან დაკავშირებით! ახლა მაინც ხომ გამოჩნდა, რად უღირდათ სამშობლო?! მათ მიერ გაყიდული და დაკარგული ტერიტორიები, ჩვენი გმირი მეომრების ბრძოლის ველზე მიტოვება, რეზოლუციაზე ხელის მოწერა, სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა, 300 000 ათას პრობაციონერი, ქუჩაში ჩახოცილი ახალგაზრდები, ნაწამები და გაუპატიურებული ქართველები, ბიზნესის წართმევები, მედიის დარბევები და ტერორი, კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება, გაყიდული ჯარი! ეს ყველაფერი კეთდებოდა მათი მხარდამჭერით, ვინც ჩვენ, საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და მისი უსაფრთხოების დაცვის გამო სანქციებს გვიწესებს.
მე მგონი ყველაფერი გასაგები და ნათელია საქართველოს მოქალაქისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლო. არჩევანი მარტივია: საქართველო პირადი კეთილდღეობის საპირწონედ!"-წერს მიხეილ ყაველაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები