16 ნოემბერი 2024,   11:58
ვრცლად
გამჭვირვალობა არის ევროპული ღირებულების გასაღები და ჩვენ ვცდილობთ, გავაგრძელოთ ჩვენი ევროპული გზა მეტი გამჭვირვალობისთვის - ეკა სეფაშვილი

"გამჭვირვალობა არის ევროპული ღირებულების გასაღები და ჩვენ ვცდილობთ, გავაგრძელოთ ჩვენი ევროპული გზა მეტი გამჭვირვალობისთვის" ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა ეკა სეფაშვილმა, ვილნიუსში მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. .

"ხალხის ძალა" წევრის თქმით, ქართველ ხალხს აქვს უფლება, იცოდეს, ვინ დგას არასამთავრობო ორგანიზაციების უკან და რა სახის აქტივობებს აფინანსებენ ისინი.

"გამჭვირვალობა არის ევროპული ღირებულების გასაღები და ჩვენ ვცდილობთ, გავაგრძელოთ ჩვენი ევროპული გზა მეტი გამჭვირვალობისთვის. მაგალითად, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უცხოური გავლენა შიდა დემოკრატიაში პრობლემად იქცა. სწორედ ამიტომ ევროკავშირმა დააინიცრა დირექტივა გამჭვირვალობის შესახებ და ჩვენ ეს გამჭვირვალობა ჩვენი კანონის საფუძვლად ვაქციეთ. უფრო მეტიც, ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტმა რეკომენდაცია მისცა საქართველოს, გაზარდოს არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობა, რადგან არცთუ ისე კარგი ინფორმაციაა მათი საქმიანობის თვალსაზრისით. ქართველ ხალხს აქვს უფლება, იცოდეს, ვინ დგას არასამთავრობო ორგანიზაციების უკან და რა სახის აქტივობებს აფინანსებენ ისინი", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

დღის ამბები