17 ივნისი 2024,   16:00
ვრცლად
პრეზიდენტს ექნება საინტერესო გამოსვლა - ეკა ბესელია

იქმნება თუ არა ოპოზიციის ერთიანი საარჩევნო სია - "კურიერის" ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და სალომე ზურაბიშვილი დღეს "ერთიანი პლატფორმის შესახებ" მემორანდუმს გამოაქვეყნებენ.

გავრცელებული იფორმაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, პარტიებთან კონსულტაციებს ეკა ბესელია აწარმოებს.

როგორც, პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე, ეკა ბესელია აცხადებს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს პრეზიდენტს, ძალიან ბევრ, მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხზე ექნება საუბარი.

"დამოუკიდებლობის დღეს პრეზიდენტს აქვს ღონისძიება და ბევრისთვის საინტერესო მნიშვნელოვან საკითხებს მოისმენთ. მემორანდუმი არ არის, მაგრამ პრეზიდენტს ექნება საინტერესო გამოსვლა ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები