16 ნოემბერი 2024,   11:58
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე, თბილისის მერიის ორგანიზებით, გასტრონომიული ზონა მოეწყო - ჩატარდა არაერთი მასტერკლასი

რუსთაველის გამზირზე თბილისის მერიის ორგანიზებით, გასტრონომიული ზონა მოეწყო - ჩატარდა არაერთი მასტერკლასი. ადგილზე მისულ სტუმრებს დილის 10-დან საღამოს 10 საათამდე სხვადასხვა სივრცე და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული თემატური აქტივობები დახვდებათ. გაიმართება გასტრონომიული ფესტივალი და ასევე სომელიეს მასტერკლასი.

“გასტრონომიული ნაწილი წლევანდელი წლის ღონისძიებაში ძალიან დიდ ნაწილს იჭერს. წელს არის ყველაზე მასშტაბური ეს ზონა, გამომდინარე იქიდან, რომ 40-ზე მეტი კვების ობიექტია წარმოდგენილი. წარმოდგენილები არიან ქართველი მეწარმეები, შეფები, რომლებიც კონკრეტულად დღევანდელი დღისთვის არაჩვეულებრივ მენიუებს გვთავაზობენ.

ჩვენ ახლა ვიმყოფებით მასტერკლასების სივრცეში, სადაც დღის განმავლობაში სხვადასხვა შეფი გვთავაზობს სხვადასხვა შეფი გვთავაზობს სხვადასხვა ტრადიციული ქართული მენიუებიდან ახალ ვარიაციეგბს, ასევე სომელიები და ადამიანები, რომლებიც გვიყვებიან ქართულ ტრადიციულ სტუმარ-მასპინძლობის შესახებ, თუ როგორ ეხამებოდა ქართული კერძი ქართულ ღვინოს. ამიტომ, ძალიან საინტერესო ამბებია აქ, ყველას ველოდებით საღამოს 22:00 საათამდე,“ - აცხადებს ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი.

დღის ამბები