17 ივნისი 2024,   23:30
ვრცლად
პარლამენტში "გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა, საპროტეტსო აქციის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა, საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.

პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნა უცვლელია, ისინი ხელისუფლებისგან კანონის უკან გაწვევას მოითხოვენ.

აქციის მონაწილის, გიორგი დუმბაძის განცხადებით, მოწოდებების მიუხედავად, მმართველი გუნდისგან გამორიცხული არ არის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს, ამიტომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმის სახის იქნება .

"კეთილის, თუ ბოროტის მსურველი, აბსოლუტურად ყველა, მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", რომ ეს ვეტო მან არ დაძლიოს. ეს კანონი არის მიუღებელი. თუ კი დაძლევენ ვეტოს, რაცა მათი მხრიდან ჩვენთვის გასაკვირი არ იქნება, ოქტომბრის არჩევნები იქნება ის დღე, რომელიც მართლა რეფერენდუმად დაგვესახება ყველას და რომელიც გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მომავალს", - განაცხადა გიორგი დუმბაძე.

დღის ამბები