16 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
სიტყვით გამოსვლისას გიორგი ვაშაძეს ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა

პარლამენტში, სადაც "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ, სიტყვით გამოსვლის დროს, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარეს, გიორგი ვაშაძეს "ქართული ოცების" დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა. 

ინციდენტის შემდეგ, ვაშაძემ სიტყვით გამოსვლა განაგრძო. 

"ეს არის ველურობამდე მისული მოღალატეების გზა. ეს არის სწორედ ის ღალატის გზა, რომელსაც თქვენ ყველა ადგახართ. მერწმუნეთ, ეს წყალი არაფერს არ მიზამს, არც ქართველ ხალხს არაფერს არ უზამს თქვენს მიერ ღალატის არჩეული გზა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ ინციდენტის შემდეგ
დღის ამბები