პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას, უცხოელი პარტნიორების პირველი გამოხმაურებები მოჰყვა.
"ევროკავშირი ღრმა წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა გადაწყვიტა
და უგულებელყო ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტები, რომლებიც ამ კანონის გაუქმების შესახებ მკაფიო რეკომენდაციას შეიცავდა.
ევროკავშირმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მიღებული კანონი ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
მისი ამოქმედება კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კომისიის რეკომენდაციაში მითითებული ცხრა ნაბიჯიდან მინიმუმ სამთან დაკავშირებით უკან დახევას იწვევს და უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს ეს ტენდენცია და ევროკავშირის გზაზე მტკიცედ დაბრუნდეს. ჯერ კიდევ არის დრო დინამიკის შესაცვლელად - მაგრამ მმართველი ხელისუფლების ძლიერი ერთგულებაა საჭირო. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის ყველა ვარიანტს განიხილავენ.
ვაგრძელებთ საქართველოს მოსახლეობის გვერდში დგომას და ვაღიარებთ მისი აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით," - აღნიშნულია განცხადებაში.