16 ნოემბერი 2024,   11:44
ვრცლად
მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მთავარი რეფერენდუმი არის 26 ოქტომბერს - ირაკლი ფავლენიშვილი

რეფერენდუმთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა - ოპოზიციის ნაწილისთვის ინიციატივა გაუგებარია. "გირჩში" მზად არიან აღნიშნული საკითხი ფართოდ გაშალონ და კონსულტაციებში მიიღონ მონაწილეობა. 

"ჩვენ მზად ვართ, რომ უფრო ფართოდ გავშალოთ ეს თემა და მივიღოთ მონაწილეობა საჯარო კონსულტაციებში თუ დისკუსიებში. არ მჯერა, რომ რეფერენდუმი ჩატარდება, იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებას" ამის ბერკეტები აქვს და არ ჩაატარებს, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ამ იდეის გამოყენება შეიძლება სწორად თუ პრეზიდენტი გამზადებული რეცეპტებით არ ივლის და საზოგადოებას ჩართავს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ასე შესთავაზებს საზოგადოებას იდეებს. შეიძლება კონსულტანტებთან ერთად არის მიღებული, მაგრამ რჩება ბუნდოვანება, როგორც ქარტიის შემთხვევაში. ვურჩევდი პრეზიდენტს, რომ ჩვენ უფრო დაგვიჯეროს, ვიდრე იმ ხალხს, ვისაც დღეს უჯერებს, იმიტომ, რომ მერე საბოლოო ჯამში არც ერთი ინიციატივა ბოლომდე არ მიდის,“ - აცხადებს "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ მთავარი რეფერენდუმი ქართველ ხალხს 26 ოქტომბერს - არჩევნების სახით ელით.

"არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მთავარი რეფერენდუმი არის 26 ოქტომბერს. როცა ჩვენ ვსაუბრობთ როგორც რეალისტურ, ისევე იმ რეფერენდუმზე, რომელიც ნამდვილად მოელის ქართველ ხალხს, ეს იქნება 26 ოქტომბრის არჩევნები", - აცხადებს ენმ-ს გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა მოქალაქეებს რეფერენდუმის ჩასატარებლად ხელმოწერების შეგროვება შესთავაზა. პრეზიდენტმა ამ ახალი ინიციატივის შესახებ გუშინ, აქციაზე ჩართვის დროს განაცხადა და თქვა, რომ რეფერენდუმი შეეხება მოქალაქეების სურვილს, როგორი მომავალი სურთ მათ - ევროპული თუ რუსული.

დღის ამბები