16 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
ზაალ ანჯაფარიძე ანაკლიის პორტზე: მრავალვექტორული პოლიტიკა არის ის გზა და ინსტრუმენტი, რაც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას, მშვიდობას და სტაბილურობას უკიდურესად ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

ექსპერტის თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს მრავალვექტორული პოლიტიკის გამოვლინებაა, რაც თავის მხრივ, ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში ქვეყნის მშვიდობას და სტაბილურობას უზრუნველყოფს.

"მრავალვექტორული პოლიტიკა, სწორედაც რომ ამის გამოვლინებაა აღნიშნული გადაწყვეტილება, არის ჯერჯერობით ის გზა და ინსტრუმენტი, რაც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, მშვიდობას და სტაბილურობას ამ უკიდურესად ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში. რა თქმა უნდა, ცნობილი შემადგენლობა და ფსევდო-მედასავლეთეები დაიწყებენ ახლა წიკვინს და შუბების მტვრევას, მაგრამ მათი დამტვრეული შუბები ბევრი გაუხვეტია ბოლო დროს ჩვენს საზოგადოებას", - წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

დღის ამბები