"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებულმა კრიზისმა ოპოზიციისთვის და, მათ შორის, კონკრეტულად მათთვის შესაძლებლობები გააჩინა, თუმცა საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა პროცესები სწორად ვერ გამოიყენეს.
"ახლა ამ კრიზისმა გააჩნია უზარმაზარი შესაძლებლობები იმ თვალსაზრისით, რომ "გირჩისთვის" სულ მცირე, ამიტომ ვაკრიტიკებდი ჩვენ აქციების ორგანიზატორებს, იმიტომ, რომ ჩვენ მიგვაჩნდა, მაგალითად, გუშინ უნდა ყოფილიყო კულმინაცია. ეს პროცესი ისე უნდა წარმართულიყო, რომ 100 000 ადამიანი ვეტოს დაძლევის მომენტში პარლამენტის, რუსთაველის გამზირის, თავისუფლების მოედნის, კანცელარიის მთელი ეს ქუჩები გავსებულიყო. ეს უნდა ყოფილიყო ამოცანა. ზუსტად, როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ეს უნდა გავაკეთოთ ახლა რომ ეს ხალხი დაიღალოს და არჩევნებზე ეს სიტუაცია აღარ იყოს ასეთი მწვავე, თითქოს ზუსტად ამ გეგმას მივყვებით. მაგრამ ჩვენ ამას, როგორც უზარმაზარ შესაძლებლობას ისე ვუყურებთ," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
ამასთან, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, "ძალიან მნიშვნელოვანია, ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც სხვადასხვა დასახელების ქვეშ გამოდიან, თუმცა ერთი და იმავე ამომრჩეველი ჰყავთ და ერთი და იმავე სტილის არიან, ისინი გაერთიანდნენ."
მისივე თქმით, არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდი ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს "იმ პრინციპებზე ერთმანეთთან კამათში და საზოგადოებასთან ახსნაში, თუ რა იქნება "ქართული ოცნების" მერე."