16 ნოემბერი 2024,   11:44
ვრცლად
საერთო სია არ არის და ვერ იქნება ეფექტური გამოსავალი - ჩვენ აუცილებლად შევქმნით ალტერნატიულ ცენტრს - გრიგოლ გეგელია

საერთო სია არ არის და ვერ იქნება ეფექტური გამოსავალი - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა, გრიგოლ გეგელიამ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, "ლელო" აპირებს ალტერნატიული ცენტრის შექმნას.

"საერთო სია არ არის და ვერ იქნება ის ეფექტური გამოსავალი, რაც დღეს ჩვენს საზოგადოებას სჭირდება, იმ უმარტივესი მიზეზის გამო, რომ საზოგადოებრივი დაკვეთა ჩვენთვის არის ცხადი. ჩვენ, როგორც პოლიტიკური ძალა, შევიქმენით იმისთვის, რომ ორპოლუსიანობის, ორპარტიულობის დასაძლევად შეგვექმნა მესამე ძალა და ჩვენ ამ მისიის ერთგული ვრჩებით. ჩვენ აუცილებლად შევქმნით ალტერნატიულ ცენტრს. მე ვფიქრობ, ასეთი ძალები არსებობს ჩვენს ქვეყანაში და მათ აქვთ საკუთარი გაცხადებული პოზიციები. მე დეტალებში არ შევალ, მაგრამ ჩვენს სულისკვეთებას ვაცნობ საზოგადოებას. ჩვენ აუცილებლად შევქმნით ახალ, განსხვავებულ, უფრო მდიდარ პოლუსს, რომელიც თითოეულ ადამიანს მისცემს საშუალებას, რომ კომპეტენტური, ღირსეული გუნდი აირჩიოს, ვის მიმართაც არ ექნება კითხვები და ეჭვები, არამედ ექნება ნდობა. ეს არის გამოსავალი, რომელიც ახლა სჭირდება საქართველოს და რომელიც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დავასრულოთ ივანიშვილის ხელისუფლება, თავისი ხარებებით, თავისი "კლანით" და იმ მემკვიდრეობებით, რაც მიიღო სააკაშვილისგან," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

 

დღის ამბები