16 ნოემბერი 2024,   11:56
ვრცლად
მდიდარი NGO-ები, სინამდვილეში, არ წარმოადგენენ სამოქალაქო სექტორს - წარმოადგენენ პოლიტიკურ ძალებს, რომელთაც, ხშირად, თავად რადიკალურ ოპოზიციაზე კიდევ უფრო რადიკალური დღის წესრიგი აქვთ - რატი იონათამიშვილი

"ქართული ოცნების" დეპუტატის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს არ სურდათ გამჭვირვალობა, ამიტომ ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ აქცენტი სხვა საკითხებზე გადაიტანონ.

მისივე თქმით, ხშირად ზღვარი წაშლილია არასამთავრობო ორგანიზაციასა და რადიკალურ ოპოზიციას შორის.

"ამ ქვეყანაში არაერთი დამოუკიდებელი და კეთილსინდისიერი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს საერთო დოვლათისთვის, ისინი სამოქალაქო ინტერესების ადვოკატირებისთვის იბრძვიან და მათ პოლიტიკური დღის წესრიგი არ აქვთ.

რაც შეეხება ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც, სინამდვილეში, მხოლოდ ფორმით არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ხოლო შინაარსით არიან პოლიტიკური NGO-ები მათ ადამიანის უფლებები და სამოქალაქო ინტერესები კი არ აინტერესებთ, მათ აქვთ კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი და ხშირად ეს პოლიტიკური დღის წესრიგი კიდევ უფრო რადიკალურია და უფრო სავსეა ზიზღისა და სიძულვილის ენის კამპანიით და პოლარიზაციის გაღვივების მცდელობით, ვიდრე რადიკალური ოპოზიცია. საზოგადოებას რომ ჰკითხოთ, ხშირად ვერ არჩევენ სად მთავრდება პოლიტიკური პარტია და სად იწყება პოლიტიკური NGO იმდენად წაშლილია ზღვარი.

მდიდარი NGO-ები, სინამდვილეში, არ წარმოადგენენ სამოქალაქო სექტორს, ისინი წარმოადგენენ პოლიტიკურ ძალებსა და პოლიტიკურ ორგანიზაციებს.

მთელ ამ პროცესში მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ცალკეულ ორგანიზაციებს, განსაკუთრებით მდიდარ NGO-ებს, არ სურდათ გამჭვირვალობა, მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ეს ადამიანები გაურბოდნენ და ემალებოდნენ გამჭვირვალობას და ამის გამო იყო ეს ყველაფერი და არა გარკვეული რეესტრის სახელის გამო, თორემ ორგანიზაციის სახელი უცვლელი იქნება და მისი შეცვლის უფლება არავის აქვს.

აქ მთავარი პრობლემა იყო სრულიად სხვა. ისინი ცდილობდნენ მთავარ პრობლემაზე არ გველაპარაკა, ამიტომ მათ ნარატივს არ უნდა ავყვეთ იმიტომ, რომ მათი ნარატივი არ არის საქართველოს ინტერესში, მათი ნარატივი არის დავალებების მიმცემთა ინტერესი, რაც რადიკალურად არის აცდენილი ჩვენი ქვეყნის საზოგადოების რეალურ ინტერესებსა და საჭიროებებს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები