ადამიანს განსხვავებული პოზიცია თუ აქვს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მათ მიერ დაქირავებული ჯგუფები საზოგადოებასა და ოჯახის წევრებს რომ აბულინგებენ, მაინტერესებს, თქვენთვის ეს მისაღები და ნორმაა?! ხმას რატომ არ იღებთ?! - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ევროკავშირის ელჩებს.
ზარქუას თქმით, ელჩები უნდა გამოვიდნენ და დაგმონ ბულინგი, რადგან ეს არაევროპული და მიუღებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიჩნევენ, რომ ისინი ახალისებენ ამ მიდგომებს, რაზეც პასუხი შემდეგ სახელმწიფოს ექნება.
"ევროკავშირის ელჩებს მივმართავ, თქვენ იმ ბოლშევიკურ თუ ფაშისტურ მიდგომებს ამჩნევთ? ადამიანს განსხვავებული პოზიცია თუ აქვს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მათ მიერ დაქირავებული ჯგუფები, მარგინალები საზოგადოებას, ოჯახის წევრებს როგორ აბულინგებენ, მაინტერესებს, თქვენთვის ეს მისაღები და ნორმაა? ხმას რატომ არ იღებთ? თქვენ შესაბამისი შეტყობინება უნდა გაუგზავნოთ, რადგან თქვენ და თქვენი ფონდები აფინანსებენ.
მოგწონთ რაც ხდება?! - დაგმეთ. ეს არის არის ევროპულობა, ეს მიუღებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ჩავთვლით, რომ ის ევროპული და ამერიკული ფინანსები, რაც მიემართება ამ ფონდებსა და ორგანიზაციებში, რომლებიც ამბობენ - 84 ტყვია კეფაშიო. გამობრძანდით - ან შეიწყვიტეთ, ან დაგმეთ," - ამბობს ირაკლი ზარქუა.