16 ნოემბერი 2024,   11:56
ვრცლად
უცხოურ ძალას სურდა, ქვეყანაში რევოლუციური სცენარები განვითარებულიყო, ამის კლასიკური მაგალითია ესტონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მინისტრების ანტისამთავრობო მიტინგზე გამოსვლა - გურამ მაჭარაშვილი

უცხოურ ძალების მიზანი საქართველოში რევოლუციური სცენარების განვითარება იყო, ასე აფასებს უმრავლესობა 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლას საპროტესტო აქციაზე.

მმართველი გუნდი მაიდნის სცენარზე საუბრობს, რომელმაც უკრაინა მძიმე შედეგებამდე მიიყვანა და აცხადებს, რომ ეს სცენარი საქართველოში ვერ განხორციელდება.

"უცხოურ ძალას, სხვადასხვა ფორმატში სურდა ქვეყანაში რევოლუციური სცენარები განვითარებულიყო, ამის კლასიკური მაგალითია ესტონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ანტისამთავრობო მიტინგზე გამოსვლა. იმ პრემიერს რა უნდა ველაპარაკო, როცა მისი საგარეო საქმეთა მინისტრი სად მიდის არ იცის, რაც მისი პრობლემაა. თუმცა, არც მალავენ არც უცხოური აქტორები და არც ადგილობრივები რომ ე.წ მაიდნის სცენარი უნდათ, მაგრამ იმას ვერ ხვდებიან, რომ უკვე გაიზარდა ქართველი საზოგადოება და, აქედან გამომდინარე, ეს მაიდნის სცენარები გაცვეთილია, ეს კინო უკვე ნანახი აქვს ქართულ საზოგადოებას,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები