16 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
თუ ვინმემ ხელი შეუწყო ამ ქვეყანაში სიძულვილს, შუღლს, ადამიანების ცემას, ეს არის ხელისუფლება - გრიგოლ გეგელია

ბულინგი და სიძულვილის ენა პოლიტიკოსებისა და განსხვავებული აზრის მქონე პირების მიმართ პოლიტიკური ბრალდებების თემაა. საპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ საზოგადოების პოლარიზაციაზე და დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა ქვეყნის მმართველ გუნდს ეკისრება.

"როცა დათესავ ქარს, მოიმკი ქარიშხალს. არ იფიქროთ, რომ ვამართლებ ბულინგს, საერთოდ წინააღმდეგი ვარ ყველანაირი ძალადობის. "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შევხვდები, ვისაც უნდა დახმარება ან წერილი გამომიგზავნონ და სიამოვნებით აღმოვუჩენ დახმარებას, თუ შემიძლია," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძემ.

"თუ ვინმემ რეალურად ხელი შეუწყო ამ ქვეყანაში სიძულვილს, შუღლს, ადამიანების ცემას, ეს არის ხელისუფლება. ამიტომ კითხვა მიემართება მათ, თუ რატომ ჩაიდინეს ეს, რატომ დაყვეს საზოგადოება ასე და რამ გამოიწვია ასეთი ტიპის არამხოლოდ პოლარიზება, არამედ აგრესია და რატომ დააპირისპირებს ქართველები ერთმანეთს?!" - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობა კი, ოპონენტებს ყოფილი ხელისუფლების მეთოდებს ახსენებს და ამბობს, რომ ეს მათი ხელწერაა. დღეს უმრავლესობის წევრებმა დიპლომატებს მოუწოდებს, მოახდინონ რეაგირება ზეწოლისა და ბულინგის ფაქტებზე.

დღის ამბები