4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების საპროტესტო აქციაზე გამოსვლას, რომელზეც განცხადება ესტონეთის პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა, ოპოზიციაში შეაფასეს:
"ქართული ოცნება" დღეს ფაქტობრივად აღიარებს მაიდანზე საუბრისას, რომ დიახ, ისინი არიან იანუკოვიჩები და გავიდნენ არჩეული კურსიდან. რაც შეეხება განცხადებას შეთანხმებასთან დაკავშირებით, ეს არის ესტონეთის საქმე და პრემიერ-მინისტრს არ ჰქონია პრობლემა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი აქ რომ იყო, ამიტომ სულ ტყუილად ეძებენ შავ კატას ბნელ ოთახში,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია.
სალომე სამადაშვილის განცხადებით კი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური გზავნილი იყო ის, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში, ყოველთვის მხარს დაუჭერენ ამ ქვეყნების ხალხის არჩევანს - იცხოვრონ ევროპაში:
"პრემიერ-მინისტრმა, საკუთარი განცხადებით, ძალიან ნათელი გახადა ის, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში, ყოველთვის მხარს დაუჭერენ ამ ქვეყნების ხალხის არჩევანს - იცხოვრონ ევროპაში და არა რუსეთს დაქვემდებარებულ სახელმწიფოებში, სწორედ ეს არის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური გზავნილი,"- აღნიშნავს პარლამენტის წევრი, პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი.