16 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
მე არც საფრანგეთში მომწონს ეს კანონი, არც საქართველოში და არც ამერიკაში - ჰერმან საბო უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონზე

ოპოზიციურ სპექტრში საფრანგეთში მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება. საუბარია კანონის ტექსტზე, რომელზეც დეპუტატები და სენატორები უცხოური ჩარევის წინააღმდეგ შეთანხმდნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა ობოლაძის შეფასებით, არცერთ ევროპულ ქვეყანაში ეს კანონი არ მოქმედებს მსგავსად, რომელიც ებრძვის დასავლურ ღირებულებებს.

"არცერთ ევროპულ ქვეყანაში ეს კანონი არ მოქმედებს მსგავსად, რომელიც ებრძვის თავის თავს, ებრძვის დემოკრატიას, დასავლეთს და დასავლურ ღირებულებებს. ამიტომ მთავარი განსხვავება ჩვენს კანონს და სხვა კანონებს შორის არის ის, რომ ჩვენ მივიღეთ კანონი, რომლის მიზანიც არის ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლა," - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

რაც შეეხება "გირჩს," ჰერმან საბოს თქმით, მსგავსი კანონები მას არც ევროპაში მოსწონს, არც საქართველოში და არც ამერიკაში.

"ჯერ ერთი, ვის წინააღმდეგ იღებ კანონს, მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. საფრანგეთში არა ევროკავშირისა და ამერიკის წინააღმდეგ იღებენ, არამედ გასაგებია ვის წინააღმდეგაც - რუსეთი, ჩინეთი და ა.შ. საფრანგეთში, ჩვენგან განსხვავებით, ინსტიტუციური წესრიგი ისეთია, რომ აზღვევენ ამ კანონის ცუდად ქმედების შემთხვევას, მაგრამ მე არც საფრანგეთში არ ვემხრობი ამ კანონის მიღებას, მე მგონია, რომ თუ სიტყვით და პიარით ცდილობს ვიღაც გავლენას, ამას სიტყვა უნდა დაუპირისპირო, ხოლო სხვა დამაზიანებელი ცდილობს რომელიმე ქვეყანა გავლენას, ამისთვის სპეცსამსახურები არსებობს. მე არც საფრანგეთში მომწონს ეს კანონი, არც საქართველოში და არც ამერიკაში," - აღნიშნა ჰერმან საბომ.

ცნობისთვის, საფრანგეთში დეპუტატები და სენატორები უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონის ტექსტზე შეთანხმდნენ. დოკუმენტი ითვალისწინებს უცხო ძალის სასარგებლოდ მოქმედი იმ აქტორების რეგისტრაციის ვალდებულებას, რომლებიც გავლენას ახდენენ საფრანგეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. კანონი აძლიერებს საგამოძიებო საშუალებებს, რომლებიც ხელმისაწვდომია დაზვერვის სამსახურებისთვის. ახალ ტექსტში მოცემულია მუხლი, რომელიც გულისხმობს სასჯელის გაზრდას საკუთრებაზე ან პირებზე თავდასხმისთვის, თუ ეს დანაშაულები ჩადენილია "უცხოური ინტერესების გატარების მიზნით." დანაშაულისთვის, რომელიც ჩვეულებრივ ისჯებოდა სამი წლით თავისუფლების აღკვეთით, სასჯელი, ექვს წლამდე გაიზრდება. აქამდე 30 წლით თავისუფლების აღკვეთით დანაშაულის ჩამდენს კი უვადო პატიმრობა ემუქრება. გაფართოვდა გავლენის ოპერაციების პოტენციური სამიზნეების სიაც.

 

დღის ამბები