16 ნოემბერი 2024,   14:53
ვრცლად
ვინც არ დაუჭერს მხარს პროპაგანდის შეზღუდვას, ის მხარს უჭერს ავტომატურად პროპაგანდას - ირაკლი კობახიძე

ვინც არ დაუჭერს მხარს პროპაგანდის შეზღუდვას, ის მხარს უჭერს ავტომატურად პროპაგანდას - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

“ვინც არ დაუჭერს მხარს პროპაგანდის შეზღუდვას, ის მხარს უჭერს ავტომატურად პროპაგანდას. პროპაგანდას აქვს ძალიან მძიმე შედეგები, საზოგადოების სხვადასხვა მაგალითზე ამის თქმა შეიძლება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასეთი პროპაგანდისგან დავიცვათ საქართველოს მოსახლეობა,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, პარლამენტის ბიურო ორშაბათს განიხილავს “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც მმართველმა გუნდმა გუშინ დააინიცირა.

მისი პირველი მოსმენით მიღებას უმრავლესობა საგაზაფხულო სესიაზე გეგმავს, მეორე და მესამე მოსმენა საშემოდგომო სესიაზე გაიმართება. პაკეტი ერთი ძირითადი და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან შედგება.

დღის ამბები