"უილიამ კორტნიმ გუშინ კონგრესში განაცხადა: "საქართველოს უფრო ნაკლები დასავლური ტრადიციები გააჩნდა, ვიდრე უკრაინას". და არავის გაუცია ამ შეურაცხმყოფელ პოზიციაზე პასუხი! საინტერესოა, როდიდან და როგორ აქვს უკრაინას საქართველოზე მეტი “დასავლური ტრადიციები?" - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, სწორედ საქართველო უსწრებდა დასავლეთის ბევრ ქვეყანას, 2018-21 წლებში, 1991 წელსაც პირველმა ქართულმა სახელმწიფომ მოიპოვა დამოუკიდებლობა და საბჭოთა კავშირის დანგრევაში ყველაზე მეტი წვლილი შეიტანა.
როგორც იონათამიშვილი აღნიშნავს, თუ კორტნი მაიდანს გულისხმობს, ეს არ არის ევროპული ტრადიცია და არც ის შედეგებია ევროპული, რაც უკრაინაში მაიდანს მოჰყვა.
"უილიამ კორტნიმ გუშინ კონგრესში განაცხადა: "საქართველოს უფრო ნაკლები დასავლური ტრადიციები გააჩნდა, ვიდრე უკრაინას”. და არავის გაუცია ამ შეურაცხმყოფელ პოზიციაზე პასუხი! საინტერესოა, როდიდან და როგორ აქვს უკრაინას საქართველოზე მეტი “დასავლური ტრადიციები?” 2018-21 წლებში, როდესაც დასავლეთის ბევრ ქვეყანას ვუსწრებდით დასავლურ ტრადიციებში; 1991 წელს, როდესაც პირველებმა მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და ყველაზე მეტი გავაკეთეთ საბჭოთა კავშირის დანგრევისათვის, თუ ვიზალიბერალიზაცია ჰქონდათ ჩვენზე ადრე? თუ მაიდანს გულისხმობს ბატონი კორტნი დასავლურ ტრადიციებში, ესეც სიცრუეა. მაიდანი არ არის ევროპული ტრადიცია და არც ის შედეგები, რაც მას მოჰყვა, არ არის ევროპული ღირებულება. და ეს ადამიანი, ვისაც წარმოდგენა არ აქვს საქართველოს ისტორიაზე და და ჩვენი ქვეყნის დასავლურ მემკვიდრეობაზე არის რადიკალური ოპოზიციის რჩეული. აქედანაც ჩანს, მათი სიყალბე და ხელოვნურობა. სინამდვილეში, ღალატის გუშინდელმა ისტორიამ ბევრ რამეს ახადა ფარდა, რაც ქართველ საზოგადოებას გაუმარტივებს სწორი, მკაცრი და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას", - წერს რატი იონათამიშვილი.