16 ნოემბერი 2024,   15:01
ვრცლად
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკოსები სენატორ ჯო ვილსონს ღია წერს უგზავნიან

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკოსები სენატორ ჯო ვილსონს ღია წერს უგზავნიან. “ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო ვილსონი კონგრესში მეგობარი აქტის ინიციატორია.

“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კონგრესი და სენატი სწრაფად და ერთობლივად იმუშავებენ, რათა უზრუნველყონ ამ კანონის სწრაფი მიღება, რომელიც ეფუძნება ჩვენს მეგობრობას, აფართოებს დახმარებას და მხარდაჭერას, მაგრამ ამავე დროს აძლევს უფლებას შეერთებული შტატების მთავრობას, იმოქმედოს მათ წინააღმდეგ, ვინც ჩაგრავს ქართველ ხალხს“ - ნათქვამია წერილში.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამერიკის კონგრესს ასევე სთხოვენ, გამოყოს საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსები, რათა უზრუნველყოს საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სათანადო დაკვირვება.

პარტია “საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ეს წერილი არის დასადასტურებლად, რომ ის მნიშვნელოვანი სარგებელი, რომელიც უკავშირდება სტრატეგიულ პარტნიორობას ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის და რომელიც ასახულია მეგობარ აქტში, იყოს ხალხისათვის ხელმისაწვდომი.

“ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ის დღის წესრიგი, რომელიც ასახულია მეგობარ აქტში, ამ დღის წესრიგის შესაცვლელად კი არ არის ეს წერილი, პირიქით იმის დასადასტურებლად არის, რომ ის მნიშვნელოვანი სარგებელი, რომელიც უკავშირდება სტრატეგიულ პარტნიორობას ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის და რომელიც ასახულია მეგობარ აქტში, ეს საკითხი იყოს ხალხისათვის ხელმისაწვდომი, ასევე პროცესები რაც ქვეყანაში მიმდინარეობს გულისხმობს დემოკრატიულ პროცესების უკუსვლას, ამის რაღაცნაირად შეზღუდვას და შეჩერება მოხდეს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

დღის ამბები