16 ნოემბერი 2024,   14:57
ვრცლად
ჩვენ გვეუბნებიან, რომ რაც კარგია საფრანგეთში, ცუდია საქართველოში, რაც კარგია ამერიკაში, ცუდია საქართველოში და ა.შ - ირაკლი კობახიძე

საფრანგეთის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე დღეს კომენტარი გააკეთა პრემიერ მინისტრმა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ისმის განცხადებები, რომ რაც კარგია სხვა ქვეყნებში ის ცუდია საქართველოში, რეალურად კი საჯარო დისკუსიას ყველა გაურბის.

მისივე თქმით, ქართულ მხარეს არაერთი არგუმენტი აქვს, მათგან ერთ-ერთი კი სწორედ საერთაშორისო პრაქტიკაა.

“ჩვენ გვეუბნებიან, რომ რაც კარგია საფრანგეთში, ცუდია საქართველოში, რაც კარგია ამერიკაში, ცუდია საქართველოში და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება ლოგიკური. სწორედ ამას უკავშირდება ის, რომ ყველა გაურბის საჯარო დისკუსიას. არგუმენტები ჩვენს მხარეს არის უამრავი, მათ შორის, ერთ-ერთი არგუმენტი არის საერთაშორისო პრაქტიკა, არგუმენტი არის თვითონ კანონის დახვეწილი შინაარსი. ამის გამო რეალურად ვერავინ შემოდის საჯარო დებატებში. აქედან გამომდინარე, ყველამ უნდა გააკეთოს საკუთარი დასკვნები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გრძელდება უსაგნო, მაგრამ უხეში კრიტიკა ამ კანონთან დაკავშირებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები