ჩვენ ახლოს ვართ მესამე მსოფლიო ომთან, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა "ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა. შტატების ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინი ახსენებს ბირთვულ იარაღს, რადგან უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებზე საუბრობს და ჯო ბაიდენმა არ იცის, როგორ უპასუხოს ამას. ეს ყველაფერი კი, საბოლოოდ, მესამე მსოფლიო ომამდე მივა.
ტრამპმა აღნიშნა ისიც, რომ, ბაიდენისგან განსხვავებით, სწრაფად მოაგვარებს უკრაინის კონფლიქტს. პრეზიდენტობის კანდიდატმა თქვა, რომ ახლა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სახიფათო დროა. ამასთან, კვლავ გაიმეორა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს უკრაინის ომი და ისრაელზე თავდასხმა არ მოხდებოდა.