ლაშა ბექაური ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა ევროპული თამაშების საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა და იანეშ კოჩი-ან-ჩიჩის სახელობის სპეციალური ჯილდო გადასცა. რიგით 53-ე დაჯილდოება ბუქარესტში გაიმართა.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ საერთაშორისო, ევროპისა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტები. საუკეთესო ქალი სპორტსმენის ჯილდო იტალიელ ტყვიის მსროლელ ჯესიკა როსის ერგო.