2023 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გაეროს 188 თანამშრომელი დაიღუპა. გაეროს ოფისში გამართულ მემორიალურ ღონისძიებაზე გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ღაზაში მოკლული 135 თანამშრომელი ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე დიდი ადამიანური დანაკარგია.
გაეროს სხვადასხვა მისიის თანამშრომლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მოსახლეობას კრიზისულ ზონებში დახმარებას უწევენ.
"ვიმეორებ საკუთარ მოწოდებას თითოეულ ამ სიკვდილზე სრული პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების შესახებ. ჩვენ ამ ადამიანების ოჯახების, მეგობრების, კოლეგებისა და მთელი მსოფლიოს წინაშე ვალში ვართ. ჩვენი პერსონალი ღაზაში, საერთაშორისო საზოგადოების სახელით იღუპება. ისინი ჩვენი კოლეგები და მეგობრები იყვნენ. ჩვენ ვერ შევძელით მათი დაცვა. კონფლიქტები ფართოვდება ქვეყნები უფრო მეტ რესურსს ხარჯავენ იარაღზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობის დამყარებას დიპლომატიისა და დიალოგის გზით. სიძულვილი და დისკრიმინაცია იზრდება, ჩვენ ვიცავთ თითოეული ადამიანის ადამიანის უფლებებსა და ღირსებას." - აცხადებს ანტონიო გუტიერეში.