16 ნოემბერი 2024,   14:54
ვრცლად
ლევან ნიკოლეიშვილი: წესით, ოპოზიციას სანქციების დაწესება უნდა უხაროდეს, მაგრამ ისეთი გამწარებული სახეები აქვთ, კინაღამ დავიბენი, მერე მივხვდი, ეს ნიშნავს, რომ ქართველები ოქტომბრის არჩევნებზე სამუდამო სანქციებს დაუწესებენ ოპოზიციას!

მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა სანქციები დაუწესეს "ქართულ ოცნებას", წესით და რიგით, ძალიან უნდა უხაროდეს ოპოზიციას, მაგრამ ისეთი გამწარებული და გაბრაზებული სახეები აქვთ, რომ კინაღამ დავიბენი... მერე მივხვდი, ეს რეალურად ნიშნავს, რომ ქართველები ოქტომბრის არჩევნებზე სამუდამო სანქციებს დაუწესებენ ოპოზიციას! - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, აშშ-მა ხელისუფლებასთან ურთიერთობა გაიფუჭა, ხელისუფლების ოპონენტებს ქუჩის ოპოზიციად აქცევენ, ხოლო არასამთავრობოებს, შესაძლოა, სულაც უფულოდ ტოვებდნენ. 

"მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა სანქციები დაუწესეს "ქართულ ოცნებას", წესით და რიგით, ძალიან უნდა უხაროდეს ოპოზიციას, მაგრამ ისეთი გამწარებული და გაბრაზებული სახეები აქვთ, რომ კინაღამ დავიბენი... მერე მივხვდი, ეს რეალურად ნიშნავს, რომ ქართველები ოქტომბრის არჩევნებზე სამუდამო სანქციებს დაუწესებენ ოპოზიციას!

ჰოო, აბა, კი გაბრაზდებიან, უნდათ ახლა მაგათ პარლამენტის გარეთ დარჩენა?! ესაა, ამერიკელების სტრატეგიული პარტნიორობა, აქეთ ხელისუფლებასთან ურთიერთობა გაიფუჭეს და იქით ოპოზიციას ქუჩის ოპოზიციად აქცევენ, არასამთავრობოებს ხომ, საერთოდ, მგონი, უფულოდ ტოვებენ...

ერთადერთი საქმე შეიძლება სალომე ზურაბიშვილს გამოუჩნდეს, მას მერე, რაც აქაური არჩევნების შემდეგ მისი მავნებლური ქარტია, სრულ ფიასკოს განიცდის, ვადის ამოწურვის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში საომრად წავიდეს, ისიც - საფრანგეთის სახელით..." - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

დღის ამბები