16 ნოემბერი 2024,   15:00
ვრცლად
არის პირადი გზავნილები, პირადი ინფორმაციის მოპოვება, ამას მახინჯი სახე აქვს მიღებული - ეს ნორმასა და ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში არ წერია - მაკა ბოჭორიშვილი მუქარის შემცველ შეტყობინებებზე

"ქართული ოცნების" დეპუტატები მუქარის შემცველ შეტყობინებებს ასაჯაროებენ.

მუქარაზე საუბრობს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეც - "ამ წუთამდე გაურკვეველი მანიპულაციები სანქციებით, აი, ასეთ მესიჯებს და ხალხს ასაზრდოებს," - წერს მაკა ბოჭორიშვილი და პოსტთან ერთად, მისთვის მიწერილი შეურაცხმყოფელი შინაარსის შეტყობინებების ფოტოსაც აქვეყნებს:

"ეს არის მართული კამპანია, რომელსაც ეწევიან აქტივისტები, ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციის წარმომადგენლები, რაც მიმართულია მმართველი გუნდის დეპუტატების შეურაცხყოფისკენ.

ამას საჯაროდაც არ ერიდებიან, მაგრამ არის პირადი გზავნილებიც, პირადი ინფორმაციის მოპოვება. ამას მახინჯი სახე აქვს მიღებული და არანაირ ნორმასა და ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში არ წერია ის, რასაც ეს ხალხი ახორციელებს," - აღნიშნავს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

დღის ამბები