16 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
ჩვენი ვალია, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ უკრაინის აღდგენას ჩვენს პარტნიორებთან ერთად - ირაკლი კობახიძე

ჩვენი ვალია, გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ უკრაინის აღდგენას ჩვენს პარტნიორებთან ერთად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებთან ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველი ხალხი განსაკუთრებული სოლიდარობით გამორჩევა უკრაინელი ხალხის მიმართ და საქართველო მხარს უჭერს უკრაინას ყველა პლატფორმაზე.

"ჩვენ ვმონაწილეობთ უკრაინის აღდგენის კონფერენციაში. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ყველა პლატფორმაზე, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მსჯელობა იმ ღონისძიებებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ აღდგეს უკრაინა, როგორც კი დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში.

ქართველი ხალხი გამორჩევა განსაკუთრებული სოლიდარობით უკრაინელი ხალხის მიმართ, ჩვენ გვაკავშირებს განსაკუთრებული ისტორიული ურთიერთდამოკიდებულება ხალხებს შორის, აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია, გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ უკრაინის აღდგენას ჩვენს პარტნიორებთან ერთად,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ

დღის ამბები