26 ივნისი 2024,   13:38
ვრცლად
“ძალიან მძიმე დარტყმაა იმ ადამიანებისთვის, რომელიც იღებენ ფულს ამ პროპაგანდის პედალირებაში“ - ბექა ოდიშარია “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე

ერთ-ერთ თემა, რომელზეც, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას კანონმდებლები იმსჯელებენ, “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტია. “ქართული ოცნება“ საკანონმდებლო პაკეტის შემუშავების აუცილებლობას საზოგადოების დაკვეთით ხსნის.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, რომ მიზანი ოჯახური ღირებულებების განმტკიცება და არასრულწლოვნების მავნე გავლენისგან დაცვაა.

“მთავარ პრობლემას მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციაც, მათთან აფილირებული “ენჯეოებიც“ და მათი დამფინანსებლებიც ხედავენ სწორედ ამ კანონპროექტში. ეს არის თავიდათავი იმ ატეხილი ხელოვნური აჟიოტაჟის, რომელიც ატყდა ე.წ. “გამჭვირვალობის კანონის“ მიღებასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მძიმე დარტყმა იმ ადამიანებისთვის, რომელიც იღებენ ფულს ამ პროპაგანდის პედალირებაში, თუმცა ფარულად და სულ სხვა სათაურებით,“ - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ.

ოპოზიცია კი კანონპროექტს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად და რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებს.

დღის ამბები