"ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომ ქალის და კაცის ოჯახი გავაიგივოთ კაცის და კაცის ოჯახთან, ვერ მივიღებთ, იმიტომ, რომ ეს არის ქართველი ხალხისთვის შეუფასებელი", - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ განაცხადა, რომელიც "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონპროექტს ეხებოდა.
მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა ქართულ საზოგადოებას ერთსქესიანთა ქორწილის დაკანონებისკენ მოუწოდებს.
"ვენეციის კომისიამ სამართლებრივი დასკვნები არ დაწერა. ჯერ ერთი, ქართულ საზოგადოებას მოუწოდა დავაკანონოთ ერთსქესიანთა ქორწინება და მეორე, ბავშვებში შევიდეს ლგბტ პროპაგანდა.
ვენეციის კომისიის ამ დასკვნაში იკითხება, რომ მონაწილეობა მიიღონ ბავშვებმა ლგბტ პროპაგანდაში და გახდნენ ლგბტ პროპაგანდის მსხვერპლნი.
უკაცრავად, მაგრამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომ ქალის და კაცის ოჯახი გავაიგივოთ კაცის და კაცის ოჯახთან, ვერ მივიღებთ იმიტომ, რომ ეს არის ქართველი ხალხისთვის შეუფასებელი", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.