16 ნოემბერი 2024,   13:58
ვრცლად
"განსაკუთრებით რუსული პროპაგანდა იქნება გახარებული, თითქოს ვინმე საქართველოს აძალებს რამის გაკეთებას" - პაატა მანჯგალაძე ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ

"ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნით რუსული პროპაგანდა იქნება გახარებული, რათა ხალხი შეცდომაში შეიყვანონ, ვითომ საქართველოს ვინმე ერთსქესიანთა ქორწილის დაკანონებას აიძულებს.

"განსაკუთრებით რუსული პროპაგანდა იქნება ახლა გახარებული, ვენეციის კომისიის დასკვნას რომ წაიკითხავს, რათა მოატყუონ ხალხი, თითქოს ვინმე საქართველოს აძალებს რამის გაკეთებას - ეს ასე არ არის", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, ეს არის არარსებული პრობლემის ირგვლივ კამათის წამოწევის მცდელობა, რათა წინასაარჩევნოდ, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება გადაიფაროს.

"ეს არის წინასაარჩევნოდ პოპულისტური, მგრძნობიარე თემებით დემაგოგიური პრობლემების შექმნა, არარსებული პრობლემის ირგვლივ კამათის წამოწევა, რათა გადაიფაროს, არჩევნების წინ, ქვეყანაში არსებული უმძიმესი ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები