16 ნოემბერი 2024,   14:07
ვრცლად
რომელი რეკომენდაციაც მიგვაჩნია, რომ არის სამართლიანი, ვითვალისწინებთ, რომელიც არ არის სამართლიანი და გამოსადეგი ქვეყნისთვის, იმას არ ვითვალისწინებთ - ბექა დავითულიანი

"რომელი რეკომენდაციაც მიგვაჩნია, რომ არის სამართლიანი, იმას ვითვალისწინებთ. რომელიც მიგვაჩნია, რომ არ არის სამართლიანი და გამოსადეგი ამ ქვეყნისთვის, იმას არ ვითვალისწინებთ", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა ვენეციის კომისიის დასკვნაზე განაცხადა, რომელიც "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონპროექტს შეეხება.

მისი თქმით, ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტი არ ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს სექსუალური უმცირესობის წევრებად მიიჩნევენ.

"ვენეციის კომისიას დასკვნაში უწერია, კონსტიტუციიდანაც ამოიღეთ, რომ მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობა ნიშნავს ქორწინებასო - გავითვალისწინოთ თუ არ გავითვალისწინოთ?!

რაც შეეხება ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვას, ეს არ ეხება არცერთ ადამიანს, რომელიც თავის თავს სექსუალურ უმცირესობად მიიჩნევს. არცერთი ადამიანის უფლების შეზღუდვას არ ეხება", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

დღის ამბები