26 ივნისი 2024,   13:58
ვრცლად
ირაკლი კობახიძე საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს.

“გულითადად გილოცავთ მშვიდობის, თანადგომის, იმედისა და სიკეთის გამარჯვების დღესასწაულს. მუსლიმი თემი საქართველოს ისტორიისა და კულტურის, მისი დღევანდელობის განუყოფელი ნაწილია. თქვენი შრომითა და ქვეყნის ერთგულებით ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ ჩვენი სამშობლოს წინსვლაში. ამიტომ, თქვენი სიხარული - თითოეული ჩვენგანის სიხარულია,“-ნათქვამია ირაკლი კობახიძის მილოცვაში.

მუსლიმურმა სამყარომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნა გუშინ დაიწყო და ის სამი დღის განმავლობაში გრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, მორწმუნეები უხვად გასცემენ მოწყალებას, ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან და მოინახულებენ წინაპართა საფლავებს.

დღის ამბები