26 ივნისი 2024,   13:51
ვრცლად
შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტი დასრულდა

შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტი დასრულდა. ორდღიანი ღონისძიების შედეგად, 80-მა ქვეყანამ და ოთხმა ორგანიზაციამ ერთობლივი კომუნიკე გააფორმეს, რითაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგულება დაადასტურეს. თუმცა, მოგვიანებით, ორმა სახელმწიფომ - ერაყმა და იორდანიამ გადაწყვეტილება შეცვალა და დოკუმენტზე საკუთარი ხელმოწერა გააუქმა.

კომუნიკეს მხარდამჭერთა შორის არის საქართველოც. სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ შვეიცარიას საერთაშორისო კონფერენციის შედეგების განხილვა სურს რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან, რომელთაც მასში მონაწილეობა არ მიუღიათ. შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად კონფლიქტის ყველა მხარის მონაწილეობა აუცილებელია.

შვეიცარიის პრეზიდენტმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ არ გამორიცხა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაკავების ორდერის მიუხედავად, პუტინს მომდევნო სამშვიდობო სამიტზე დასწრების უფლება მიეცეს.

დღის ამბები