26 ივნისი 2024,   13:55
ვრცლად
კანადა უკრაინას 38,1 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს

კანადამ უკრაინის დასახმარებლად 38,1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა.

ამის შესახებ უკრაინული მედია კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრიუდოს ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დახმარება ითვალისწინებს 10,9 მილიონი დოლარის დახმარებას სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ასევე იძულებით გადაადგილებული ბავშვების რეაბილიტაციისა და ომის დანაშაულების მსხვერპლთათვის. 14,5 მილიონი დოლარი გამოიყო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის აღსადგენად. 11,2 მილიონი დოლარი რეფორმებს მოხმარდება, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმებს.

გარდა ამისა, კანადა 1,5 მილიონ დოლარს გამოყოფს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მეშვეობით უკრაინაში ბირთვული ობიექტების უსაფრთხო ფუნქციონირების მხარდასაჭერად.

დღის ამბები