26 ივნისი 2024,   13:42
ვრცლად
ბოტანიკურ ბაღში ფესტივალი “ნაყინობანა“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 29 და 30 ივნისს “დიდი ნაყინობანა“ გაიმართება. - ამის შესახებ ინფორმაციას ბოტანიკური ბაღი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალმა სტარტი 2019 წელს აიღო და ყოველწლიურად მასშტაბურ სახეს იძენს.

“ღონისძიება ბასტი ბუბუს კონცერტით გაიხსნება. მოსულ სტუმრებს დღის განმავლობაში ანიმაციური გმირები, გასართობი პროგრამა და სხვადასხვა სახალისო აქტივობა დახვდებათ. წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნაყინების მრავალფეროვნება, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ჩაერთოს სხვადასხვა გასართობ აქტივობაში და დასაჩუქრდეს თემატური პრიზებით. ღონისძიებას მუსიკალურად ბენდი გააფორმებს“, - აღნიშნულია ბოტანიკური ბაღის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, ფესტივალი ვიზიტორებს ორი დღის განმავლობაში, 29 და 30 ივნისს, 14:00 საათიდან 20:00 საათამდე უმასპინძლებს.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებითა და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით “ნაყინობანას“ ფესტივალი მეოთხედ გაიმართება.

დღის ამბები