26 ივნისი 2024,   14:17
ვრცლად
ეს არის “კოლექტიური ნაცმოძრაობა,“ წარსულშიც და აწმყოშიც აქვს გარკვეული კავშირები ერთმანეთთან - გიორგი ვოლსკი ბადრი ჯაფარიძის განცხადებაზე

პოლიტიკური დისკუსიის თემაა “ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადება, რომელმაც ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში, თქვა, რომ არ ემხრობა არჩევნებამდე ოპოზიციის ისეთ გაერთიანებას, რომელიც ელექტორატს დააშინებს. ამ კონტექსტში ჯაფარიძემ “ნაციონალურ მოძრაობაზე“ მიანიშნა, თუმცა არჩევნების შემდეგ, მისი თქმით, კოალიციის პრობლემა არ იქნება.

“ქართული ოცნების“ შეფასებით, ეს არის ამომრჩევლის მოტყუება, თითქოს “ნაციონალურ მოძრაობასთან“ “ლელოს“ შეხება არ აქვს, თუმცა რეალურად არჩევნების შემდეგ, წარმატების შემთხვევაში ერთნი იქნებიან.

“ეს არის დიდი გაერთიანება, “კოლექტიური ნაცმოძრაობა“ დავარქვით პირობითად, იმიტომ რომ ყველას, წარსულშიც და აწმყოშიც აქვს გარკვეული კავშირები ერთმანეთთან. სამომავლოდ, შეთავაზება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის იმ იდეის, რომ კოალიციური ხელისუფლება არის უფრო მეტი პოზიტივის მომტანი, მმართველობაც უფრო სამართლიანია, არის ამოცანა, რომელიც პოლიტიკური ვაჭრობის საგანია,“ - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები