16 ნოემბერი 2024,   14:57
ვრცლად
ომბუდსმენის ანგარიშის განხილვას არ ესწრება ოპოზიცია და ეს არის მათი დამოკიდებულება არა კომიტეტის, არამედ ადამიანის უფლებების მიმართ - რატი იონათამიშვილი

პარლამენტში სახალხო დამცველის მოსმენა დასრულდა. ომბუდსმენის ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მხოლოდ უმრავლესობის წევრებმა მოისმინეს, სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიცია.

როგორც მმართველ გუნდში განაცხადეს, ომბუდსმენის ანგარიში ძალიან საინტერესო იყო და ის ფაქტი, რომ ოპოზიცია სხდომას არ ესწრებოდა, აჩვენებს მათ დამოკიდებულებას არა კომიტეტის, არამედ ადამიანის უფლებების მიმართ:

"ძალიან საინტერესო ანგარიშია, სადაც ბევრ საინტერესო საკითხზე ხდება იდენტიფიცირება. ამ განხილვას არ ესწრება ოპოზიცია და ეს არის მათი დამოკიდებულება არა კომიტეტის, არამედ ადამიანის უფლებების მიმართ. მათ არ გააჩნიათ კითხვები, არ გააჩნიათ პოზიციები და როდესაც ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აქვთ საპარლამენტო საქმიანობისა და ადამიანის უფლებების მიმართ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს, ეს არის მათ საპარლამენტო საქმიანობაზე დაღდასმა,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

 

დღის ამბები