28 სექტემბერი 2024,   15:43
ვრცლად
მექსიკაში შტორმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში, შტორმის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვია. დაღუპულთაგან ერთ-ერთი უცბად მოვარდნილმა წყლის ნაკადმა გაიტაცა.

სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში გამოიწვია, სადაც მოსახლეობას ძლიერ ქარიშხალთან ერთად, კოკისპირულ წვიმასთან გამკლავებაც მოუწია.

სტიქიის შედეგად, მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. დაიტბორა ქუჩები, რის გამოც პარალიზებული იყო სატრანსპორტო გადაადგილება.

დღის ამბები