28 სექტემბერი 2024,   15:41
ვრცლად
სომხეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა

სომხეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა - ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უწყების ცნობით, ერევანი შეუერთდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს ღაზას სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ მხარს უჭერს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარებაში ორი სახელმწიფოს პრინციპს.

დღის ამბები