29 ივნისი 2024,   19:30
ვრცლად
ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, საქართველო 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა - ირაკლი კობახიძე

დღეს ჩვენმა ბავშვებმა არაჩვეულებრივად შეასრულეს ევროკავშირის ჰიმნი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბავშვების მომავალი არის ევროკავშირში, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს აქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

"ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანა, ეს არის ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, საქართველო 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. დღეს ჩვენმა ბავშვებმა არაჩვეულებრივად შეასრულეს ევროკავშირის ჰიმნი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბავშვების მომავალი არის ევროკავშირში. ეს ბავშვები იცხოვრებენ აუცილებლად ევროკავშირში, ეს ბავშვები იცხოვრებენ ერთიან საქართველოში, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყანა დსა ეს მოხდება ძალიან მალე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ ყველაფერში რა თქმა უნდა, ძალიან განსაკუთრებული  მნიშვნელობა აქვს ჩვენი მეგობრების მხარდაჭერას, ჩვენი გერმანელი მეგობრების მხარდაჭერას და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს ჩვენს მეგობრებთან ერთად ვისაუბროთ საქართველოს დამოუკიდებლობაზე და ერთად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი დღე“, - განაცხადა პრემიერმა

დღის ამბები