16 ნოემბერი 2024,   15:04
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის წევრი ხართ, თქვენ არ ხართ არც ერთი უცხოელი პოლიტიკოსის პრეს-სპიკერი, უსამშობლობა სხვა რამე კი არ არის - შალვა პაპუაშვილი თეონა აქუბარდიას

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს მადლობა პარლამენტის შენობიდანაც გადაუხადეს. გუნდის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას კიდევ ერთხელ უწოდეს საქართველოს დიდი ხნის ნატვრის ასრულება. ხვალინდელი მატჩის გულშემატკივრობაზე კომენტარები გაკეთდა პლენარულ სხდომაზე, რომელიც პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა.

დეპუტატები ძირითადად ქვეყანაში მიმდინარე საკითხებს შეეხნენ. საუბარი იყო ქვეყნის საგარეო კურსზე, მოახლოებულ არჩევნებზე, ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე - ისმოდა ურთიერთბრალდებები.

“როდესაც ჟოზეფ ბორელი თქვენ ღიად გეუბნებათ, რომ უმაღლესი პირები დეზინფორმაციას ავრცელებენო - ეს ყველაფერი არის დიაგნოზი და რაც არ უნდა განსხვავებული რეალობა შექმნათ, ეს არაფერს არ ცვლის.

თქვენ რომ იყავით ბატონო შალვა წასული ჯარში სამხედრო მაისურით, ზელენსკის სტილში, რა უთხარით თქვენს ჯარს, რომ რა გააკეთეთ აქ, გააკეთეთ ის, რომ ამერიკული დაფინანსება ქართული ჯარისთვის გაყინული იქნება?" - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თეონა აქუბარდიას "უსამშობლო" უწოდა.

"ქალბატონო თეონა, ბატონ ბორელს ჰყავს პრეს-სპიკერი, იმანაც იგივე თქვა. თქვენ საქართველოს პარლამენტის წევრი ხართ - ამის ახსნა მინდა, თქვენ არ ხართ არც ერთი უცხოელი პოლიტიკოსის პრეს-სპიკერი და დღეს ახლა 4 წუთი ამაში დახარჯეთ და საუბრობთ უცხოელებზე.

რაც შეეხება დეზინფორმაციას, ევროკავშირის ერთ-ერთი სტრუქტურა ევროპარლამენტი, ტყუილს რომ ავრცელებდა საქართველოზე, თქვენ - საქართველოს მოქალაქემ და პოლიტიკოსმა ხმა ამოიღეთ? - არ ამოიღეთ. იმიტომ, რომ თქვენთვის საქართველოს ინტერესი არის ნული. უცხოელებს უყურებთ. როგორც ახლა ჯარში მყოფ პოლიტიკოსზე თქვენ ერთადერთი ასოციაცია ზელენსკიზე მოგდით, მანდ ჩანს ვინ არის თქვენი საფიცარი.

უსამშობლობა სხვა რამე კი არ არის - 4 წუთი ლაპარაკობდა უცხოელი პოლიტიკოსის პრეს-სპიკერის პოზიციიდან ქალბატონი თეონა,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები