ევროპულმა საზოგადოებამ არჩევნებში და ქართულმა საზოგადოებამ პრაქტიკულად ჩატარებულ რეფერენდუმში 17 მაისს, ცივი წყალი გადაასხა ყველა იმ ძალას, აქაური რადიკალური ოპოზიციის ჩათვლით, ვინც აპირებს, რომ გააგრძელოს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება, გეი აღლუმების ჩატარება და ბავშვებში ტრანსგენდერის პროპაგანდა - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა პლენარულ სხდომაზე სხდომაზე.
გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციას პოლიტიკური "აი ია" სასწავლი აქვს.
"ოპოზიცია საყვედურობს მმართველ გუნდს და ამბობს, რომ ხელისუფლება ისეთ კანონებს იღებს, რომელიც ხალხისთვის მოსაწონია და ამით ცდილობს ხალხის გული მოიგოსო.
რას ვიზამთ, საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ ოპოზიციას პოლიტიკური "აი ია“ სასწავლი აქვს. ხალხი ისეთ ხელისუფლებას ირჩევს, რომელიც მისთვის სასარგებლო კანონებს მიიღებს. ხელისუფლება ისეთ კანონებს იღებს, რომელიც ხალხისთვის სასარგებლოა - აი ესეც "აი ია“ - განაცხადა "ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.