29 სექტემბერი 2024,   03:48
ვრცლად
ენით აღუწერელია იმ ბედნიერების განცდა, რაც თითოეულ ჩვენგანს ამ დღეებმა აჩუქა, ვინ ითამაშებს და როგორ უნდა ითამაშოს ეს საკითხი პროფესიონალებს მივანდოთ - მიხეილ ყაველაშვილი

მართლაც ენით აღუწერელია იმ სიხარულის და ბედნიერების განცდა, რაც თითოეულ ჩვენგანს ამ დღეებმა აჩუქა, სწორედ ეს ძალა აქვს ფეხბურთს - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ვინ და როგორ ითამაშებს ფეხბურთში, ეს საკითხი პროფესიონალებმა უნდა გადაწყვიტონ:

"მართლაც ენით აღუწერელია იმ სიხარულის და ბედნიერების განცდა, რაც თითოეულ ჩვენგანს ამ დღეებმა აჩუქა. სწორედ ეს ძალა აქვს ფეხბურთს.

ვინ ითამაშებს და როგორ უნდა ითამაშოს - ეს საკითხი მივანდოთ პროფესიონალებს. მოგმართავთ ყველას, ვინც გერმანიაში სტადიონზე იქნებით და ასევე საქართველოში მყოფ თითოეულ თქვენგანს, დავუდგეთ მაქსიმალურად გვერდში ბიჭებს, უფრო მეტად ვიდრე 26 მარტს. ჩვენი ერთიანობით და სამშობლოს სიყვარულით ეს დიდი მოზღვავებული ენერგია, მათ შეუძლებელს შეაძლებინებს და საქართველოს მხოლოდ ასე ექნება შანსი ამ ძლიერ მეტოქეზე გამარჯვების," – აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

დღის ამბები