29 ივნისი 2024,   20:22
ვრცლად
დღეს უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ, ისტორია დავწერეთ და შეუძლებელი შევძელით - გურამ კაშია

დღეს უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ, ისტორია დავწერეთ და შეუძლებელი შევძელით, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ განაცხადა.

"მიხარია, რომ ამ თამაშის მონაწილე ვიყავი. ყველას მადლობა, ბიჭებს მწვრთნელებს, გულშემატკივრებს. ემოციებით დაცლილია მთელი საქართველო და მიხარია ასეთი საქართველოს ნახვა. სასწაული მხარდაჭერაა გულშემატკივრებისგან, ეს ფეხბურთელების ოცნება იყო, რომ სადღაც უცხო ქვეყანაში ისე გვეგრძნო თავი, როგორც საკუთარ ქვეყანაში. ეს გარემო რასაც ქმნიან, წარმატების მიღწევაში გვეხმარება. დიდი მადლობა მათ“, - აცხადებს კაშია.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით, ნაკრებმა მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

დღის ამბები